X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კუმისის 440 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად რეაბილიტირდა

5 მაისი 2022

„440 ბავშვზე გათვლილი სოფელ კუმისის სკოლა სრულად რეაბილიტირდა. სკოლა ადაპტირდა სპეციალური საჭიროებების ბავშვებისთვის, დაემატა ახალი, სპორტული დარბაზი. შენობა აღიჭურვა გათბობის, ხანძარქრობის და სხვა აუცილებელი საინჟინრო სისტემებით. მოეწყო ლაბორატორიის სივრცე, კომპიუტერების ოთახი, გარე სტადიონი და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია მოსწავლეთათვის განათლების მისაღებად ღირსეული პირობებისთვის. ეს არის კიდევ ერთი სკოლა, რომელიც ზაფხულში მზად იქნება და, შესაბამისი აღჭურვის შემდეგ, შეძლებს მოსწავლეების მიღებას,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტების მონახულებისას განაცხადა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, განახორციელა.

პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 2,8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

440 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

ირაკლი ქარსელაძის თმით, ჯამში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიმდინარეობს 60-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაწყებულია მორიგი 60 სკოლის პროექტირების სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის „მშენებლობა განვადებით“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ახალი პროგრამის ერთ-ერი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობა იქნება. პროგრამის ფარგლებში, 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის 1 მილიარდი ლარის სამუშაოები შესრულდება.